ჩვენ შესახებ
ანი ბანი არის ქართული საგანმანათლებლო აპლიკაცია 3-7 წლის ბავშვებისთვის. ჩვენი მიზანია, ეკრანთან გატარებული დრო ვაქციოთ მათი განვითარების ნაწილად — თამაშით, უსაფრთხო და ბავშვებზე მორგებულ სამყაროში.
ჩვენი მისია
გვწამს, რომ ბავშვებს აქვთ უფლება ისწავლონ და განვითარდნენ ისე, რომ თამაში სიამოვნებას ანიჭებდეს, ხოლო პროდუქტი — მშობელს სიმშვიდეს. ანი ბანი დაგეხმარება ბავშვს გამოიმუშაოს კოგნიტური, ენობრივი და მოტორული უნარები.
გუნდი
ჩვენ ვართ ბავშვის ფსიქოლოგების, განათლების სპეციალისტების, დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდი, რომლებიც ერთად ვქმნით ბავშვებზე მორგებულ პროდუქტს.